შინაარსზე გადასვლა

როდი სკოტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

როდი სკოტი (ინგლ. Roddy Scott; დ. 23 თებერვალი, 1971 — გ. 26 სექტემბერი, 2002) — ბრიტანელი ფოტოჟურნალისტი, რომელიც მუშაობდა კონფლიქტებზე ისეთ ადგილებში როგორიცაა: სიერა-ლეონე, იემენი, ერაყი, ავღანეთი და ეთიოპია[1]. მუშაობდა მოხალისე ჟურნალისტად, ძირითადად სპონსორებისა და ანაზღაურების გარეშე.

როდი სკოტი გარდაიცვალა რუსეთში, როდესაც მუშაობდა ბრიტანულ ტელეკომპანია Frontline Television News-თვის.

2002 წლის 26 სექტემბერს როდი სკოტი იყო მოკლული ინგუშეთში. რუსმა სამხედროებმა იპოვეს მისი გვამი ინგუშეთის რეგიონში გალაშკში, საომარ ვითარებაში მყოფი ჩეჩნეთის საზღვართან, რუსეთის ძალებსა და ჩეჩენ ამბოხებულთა ბრძოლის შემდეგ; ამ ბრძოლას ემსხვერპლა 17 ადამიანი და ერთი რუსული ვერტმფრენი.[2]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. ILYA GARGER (Oct 7, 2002). „Milestones“. Time Inc. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-10-22. ციტირების თარიღი: 2009-04-11.
  2. „Briton killed in Chechen rebel skirmish“. BBC News. 26 September 2002. ციტირების თარიღი: 2009-04-11.